ახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი სახოკიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული ოზურგეთელი ნინო თოიძისა და ჩოხატაურელი ნატო გიორგაძის საფლავები გვირგვინებით შეამკო და პატივი მიაგო მათ ხსოვნას. ლიხაურის ცენტრში მოეწყო 9 აპრილთან დაკავშირებული მოვლენების ამსახველი ფოტოების გამოფენა.
გიორგი სახოკიამ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
09/04/2021