გიორგი სახოკიამ კოვიდის რეგიონული შტაბის წევრებთან შეხვედრა გამართა

24/05/2021

სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი სახოკიამ დღეს კოვიდის რეგიონული შტაბის წევრებთან მორიგი შეხვედრა გამართა და მათთან ერთად განიხილა ეპიდვითარება რეგიონში. გურიაში „სინოვაკით“ იმუნიზაცია 26 მაისიდან დაიწყება. ბოლო მონაცემებით სულ აცრილია 1268 ადამიანი. საერთო ჯამში, რეგიონში ამ ეტაპზე, 7914 დაინფიცირებული პაციენტია, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა დაინფიცირების 4 შემთხვევა: ოზურგეთი -2, ლანჩხუთი – 1, ჩოხატაური – 1, გარდაიცვალა ერთი პაციენტი. თვითიზოლაციაში იმყოფება 519 ადამიანი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0