სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი სახოკიამ დღეს კოვიდის რეგიონული შტაბის წევრებთან მორიგი შეხვედრა გამართა და მათთან ერთად განიხილა ეპიდვითარება რეგიონში. გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში დაინფიცირების 5 ფაქტი გამოვლინდა. შეხვედრაზე განიხილეს ის ნაბიჯები, რომელიც შეიძლება გადაიდგას ინფიცირებულთა რიცხვის შესამცირებლად. რწმუნებულის გადაწყვეტილებით, გრძელდება ყველა იმ ბიზნესობიექტზე დასაქმებული პირების უფასო ტესტირება, სადაც მომუშავეთა რიცხვი 30 და მეტია. დღეის მონაცემებით, გურიის რეგიონში 168 კოვიდდადებითი პაციენტია: ოზურგეთში – 63, ლანჩხუთში – 59, ჩოხატაურში – 46, აქედან, 58 – მკურნალობს კლინიკაში; თვითიზოლაციაში იმყოფება 523 ადამიანი, დაფიქსირებულია გარდაცვალების 60 შემთხვევა, ჯამში, რეგიონში ბოლო 2 კვირის განმავლობაში ინფიცირების 3 %-იანი მაჩვენებელი გვაქვს.
გიორგი სახოკიამ კოვიდის რეგიონული შტაბის წევრებთან შეხვედრა გამართა
09/03/2021