გიორგი პაპუაშვილის განცხადება საგანგაშოა

21/07/2016

თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადება საგანგაშოა. ასე აფასებს კორაძია გიორგი პაპუაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ მოსამართლეებზე ზეწოლა და შანტაჟი ხორციელდება.

”ეს არის საგანგაშო. უკვე რეაგირება დაწყებული უნდა იყოს. მთავარი პროკურორი არ ვარ და არ ვიცი, რა რეაგირება ექნება ამაზე ხელისუფლებას, თუმცა თუ სათანადო რეაგირება არ იქნება, აუცილებლად უნდა ამოვიღოთ ამაზე ხმა”, – განაცხადა კორაძაიამ.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ცალკეული მოსამართლეების თვალთვალსა და დაშანტაჟებაზე საუბრობს. პაპუაშვილის თქმით, მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს, ძირითადად, იმ მოსამართლეებზე, რომლებიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებს განიხილავენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0