გიორგი მიქელაძემ არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

03/07/2019

დღეს სამხარეო ადმინისტრაციაში სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივ თვითმმართველობასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ეკატერინე ორჯონიკიძემ და ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი მიქელაძემ არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO)-ს ვაკანტური პოზიციების შესავსებად საკონკურსო კომისიების წევრები შეარჩიეს. სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) საქართველოს ტურიზმის ერონული ადმინისტრაციის და USAID/Zrda-ს ინიციატივით შეიქმნა. DMO-ს მიზანია სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ტურიზმის განვითარების მოდელის შექმნის ხელშეწყობა და მისი პოპულარიზაცია. დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO)-მ ვაკანსია სამ-აღმასრულებელი დირექტორის, ტურიზმის განვითარების და პროექტების მენეჯერისა და მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) მენეჯერის პოზიციაზე გამოაცხადა. წარმომადგენლების მიერ შერჩეულ იქნა საკონკურსო კომისიის ორი წევრი, რომლებიც უშუალო კავშირში არიან ტურიზმის სფეროსთან. არასამთავრობო სექტორიდან სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ასოციაცია ტოლერანტის თავმჯდომარე ცირა მესხიშვილი და კერძო სექტორიდან შპს ლომსიას გენერალური დირექტორი ამირან ქიმერიძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0