საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში გერმანიის ელჩთან ბეტინა კადენბახთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული ურთიერთობა განიხილეს.
გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ბეტინა კადენბახს საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებები უსურვა მას მომავალ საქმიანობაში.
გიორგი მარგველაშვილმა გერმანიის ელჩთან ბეტინა კადენბახთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
15/08/2016