გიორგი მარგველაშვილი პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს შეხვდა

22/10/2016

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანდჟეი ჩიეშკოვსკი მიიღო, რომელმაც საქართველოში მისია დაასრულა.
შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-პოლონეთის ურთიერთობა და ქვეყნებს შორის აქტიური ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარების მნიშვნელობა განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ანდჟეი ჩიეშკოვსკის საქართველოსა და პოლონეთის ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0