გიორგი მარგველაშვილი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს შეხვდა

28/03/2018

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.
მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხებზე ისაუბრეს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული რთული ვითარება და რუსეთის ანექსიური პოლიტიკა განიხილეს, რომელსაც ამ ტერიტორიების ოკუპაციიდან დღემდე, არაერთი მსხვერპლი მოჰყვა.
გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნულ კონტექსტში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რუსეთს, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, საკუთარი წილი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს აღნიშნულ შემთხვევებზე.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განცხადა, რომ საქართველოს პარტნიორმა ქვეყნებმა ძალიან მტკიცე პოზიცია უნდა დააფიქსირონ აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, რათა მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0