საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს სენტ-კიტსისა და ნევისის ფედერაციის პრემიერმინისტრს ტიმოთი სილვესტერ ჰარისს შეხვდა.
გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა სტუმარს, გაეროში საქართველოს მიერ ინიცირებული „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუციის მხარდაჭერისათვის. საუბარი ასევე შეეხო კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობას.
შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა და პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე დაესწრნენ.
გიორგი მარგველაშვილი დღეს სენტ-კიტსისა და ნევისის ფედერაციის პრემიერმინისტრს ტიმოთი სილვესტერ ჰარისს შეხვდა
04/11/2016