გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა საქველმოქმედო კონცერტს დაესწრნენ

19/10/2016

საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი დღეს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში გამართულ საქველმოქმედო კონცერტს დაესწრნენ, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისა და საქართველო-თურქეთის ურთიერთობების აღდგენის 25-ე წლისთავს მიეძღვნა.
კონცერტში მონაწილეობას ქალაქ იზმირის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი იღებდა, რომელსაც ვახტანგ მაჭავარიანი დირიჟორობდა, კონცერტის სოლისტი კი, ალექსანდრე თორაძე იყო.
კონცერტს საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0