გიორგი მარგველაშვილი გიორგი პაპუაშვილს შეხვდა

25/07/2016

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან გიორგი პაპუაშვილთან გამართა შეხვედრა.
შეხვედრის მთავარი მიზანი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება იყო, რომელიც კონკრეტული მოსამართლეების მიმართ განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებს უკავშირდება.
გიორგი პაპუაშვილმა პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა აღნიშნულთან დაკავშირებით, საუბარი შეეხო მოსამართლეების მიმართ განხორციელებულ თვალთვალისა და ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებს.
როგორც, გიორგი პაპუაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, მას და პრეზიდენტს შორის შედგა დეტალური საუბარი იმ კონკრეტულ ფორმებზე, რომლითაც ხორციელდება მოსამართლეებზე ზეწოლა. მან ხაზი გაუსვა პოლიტიკური ხელმძღვანელობის ადეკვატური რეაგირების აუცილებლობას, იმისათვის, რომ მოსამართლეებმა შეძლონ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გაგრძელება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0