გიორგი მარგველაშვილი ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

11/06/2018

საქართველოს პრეზიდენტმა ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი ცვეტა კარაიანჩევა მიიღო, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობის საკითხები, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები და რუსეთის აგრესიული ქმედებები განიხილეს.
როგორც ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა შეხვედრისას განაცხადა, ბულგარეთი, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. მხარეებმა ეკონომიკურ- სავაჭრო ურთიერთობებსა და ორივე ქვეყნის განვითარების საქმეში შავი ზღვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0