გიორგი მარგველაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შეხვდა

13/06/2016

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იან კელის შეხვდა.
შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობასა და პოლიტიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივაზე ისაუბრეს.
საუბარი ასევე შეეხო, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის პროცესს, მათ შორის, გასულ კვირას, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს სტრასბურგსა და ბრიუსელში და ვარშავაში დაგეგმილი NATO-ს სამიტისათვის მზადების საკითხებს.
მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებაც განიხილეს. აშშ-ის ელჩმა ქვეყნის პირველ პირს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ის ელჩს საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო გააცნო.
შეხვედრისას ასევე განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე სასამართლო და სამართლებრივი რეფორმების ასპექტები, და ქართული დემოკრატიის გაძლიერებისა და განმტკიცებისათვის ყველა მნიშვნელოვანი თემა.
საქართველოს პრეზიდენტისა და იან კელის შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი და პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0