გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდა

15/06/2016

გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის პატივსაცემად, ფედერალურ კანცელარიაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
გიორგი კვირიკაშვილს ფედერალურ კანცელარიაში გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი (Angela Merkel) მასპინძლობს. დახვედრის ოფიციალურ ცერემონიაზე შესრულდა საქართველოსა და გერმანიის სახელმწიფო ჰიმნები. გიორგი კვირიკაშვილი და ანგელა მერკელი ორი ქვეყნის მთავრობის წევრებს მიესალმნენ.
დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ, დაიწყო ორი ქვეყნის ლიდერების სამუშაო შეხვედრა, რომელიც გაფართოებულ ფორმატში მიმდინარეობს. შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი კვირიკაშვილი და ანგელა მერკელი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0