გიორგი კეკელიძე გურჯაანს ესტუმრა

14/04/2016

დედაენის დღესთან დაკავშირებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტისა და აშშ-ში მცხოვრები ვაჩნაძიანელი ემიგრანტის ცისნამი საყვარლიშვილის პატრონაჟით, გურჯაანის შოთა რუსთაველის სახელობის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორთან – გიორგი კეკელიძესთან შეხვედრა გაიმართა.
ახალგაზრდა მწერალმა მოსწავლეებთან შეხვედრისას, ქართული ენის მნიშვნელობაზე, მისი დაცვის აუცილებლობაზე და წიგნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. გიორგი კეკელიძემ საკუთარ პოპულარულ ნაწარმოებებზე „გურულ დღიურებსა“ და „მინიატურებზე“ ისაუბრა.
შეხვდრას გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალეკო ყვირალაშვილი და მუნიციპალიტეტის სხვა თანამშრომლები დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0