ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, მოადგილესთან ერთად, კახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის – DMO-ს ხელმძღვანელ პირებთან, სამუშაო შეხვედრა გამართა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ტურიზმის სფეროს განვითარებისთვის საჭირო სიახლების შესახებ იმსჯელეს და მხარის ხელმძღვანელ პირს, კახეთის რეგიონის DMO-ს წარმატებული პრაქტიკა გაუზიარეს. საუბარი შეეხო, ქვემო ქართლის რეგიონში არსებული ტურისტული პოტენციალის კომპელქსური მიდგომების გამოყენებით წარმოჩენა-პოპულარიზაციას, მათ შორის, დანიშნულების მართვის ორგანიზაციის – (DMO) დაფუძნების საჭიროებას, რაც თავის მხრივ საერთაშორისო და ადგილობრივი ტურისტების რაოდენობის ზრდას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. აღსანიშნავია, რომ DMO საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და USAID – Zrda-ს ერთობლივი პროექტია, რომელიც მხარეთა ჩართულობის გზით რეგიონში ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული პრიორიტეტებს განსაზღვრავს.
გიორგი დოხტურიშვილმა, DMO-ს ხელმძღვანელ პირებთან, სამუშაო შეხვედრა გამართა
13/04/2022