ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, მოადგილესთან და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, მოქალაქეების მორიგი მიღება გამართა. რეგიონის პირველმა პირმა, ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარე შეხვედრებისას, პირადად მოისმინა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში, მათ შორის რუსთავსა და გარდაბანში, მცხოვრები მოქალაქეების საჭიროებები – საუბარი შეეხო ქალაქში, გარეჯის ქუჩაზე არსებულ ავარიულ საცხოვრებელ სახლებს, ასევე, დოლიძის ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწერიგების საკითხს. გიორგი დოხტურიშვილს საქმიანობის პროცესში გამოვლენილი პრობლემების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია შერეული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციის ადგილობრივმა წარმომადგენელმაც. მოქალაქეთა მორიგი მიღების ფარგლებში, სახელმწიფო რწმუნებულს ჯანდაცვისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მათ მიერ განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობების შესახებ ესაუბრნენ და პროექტების განხორციელების პროცესში დახმარება ითხოვეს. მხარის პირველი პირი, მოქალაქეებს კომპეტენციის ფარგლებში მხარდაჭერასა და შესაბამის სახელწმიფო უწყებებთან შუამდგომლობას დაპირდა – დაიგეგმა გასვლითი, სამუშაო შეხვედრები კრწანისისა და რუსთავის მოსახლეობასთან. აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით, სამხარეო ადმინისტრაციასა და რეგიონის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობებში, ყოველი კვირის ოთხშაბათი, მოქალაქეთა მიღების დღედ დაწესდა.
გიორგი დოხტურიშვილმა, მოქალაქეების მიღება გამართა
16/02/2022