გიორგი დოხტურიშვილმა მარნეულში გამართულ საშობაო ალილოს მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა

07/01/2023

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსის, მეუფე გიორგი ჯამდელიანის წინამძღოლობით, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ტრადიციულ საზეიმო მსვლელობაზე, მომლოცველთა და მგალობელთა გუნდმა მსვლელობა მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყეს. სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად საზეიმო მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო, სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, გიორგი შინჯიკაშვილმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა, მარნეულის საკრებულოს თავმჯომარემ ამირან გიორგაძემ, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაურ დარგალმა, თვითმმართველობის თანამშრომლებმა, სასულიერო პირებმა, ეკლესიის მრევლმა და მოქალაქეებმა.
ქრისტეს შობის მახარობლებმა, საშობაო გალობის თანხლებით, ქალაქის ცენტრალური ქუჩა ფეხით გაიარეს. ალილოს მონაწილეებს სხვადასხვა სახის ნობათი გადაეცათ, რომლებიც სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგდებათ.
“ალილოს” მსვლელობის ტრადიცია 2000 წლიდან პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აღდგა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0