გიორგი დოხტურიშვილმა, მარნეულის მუნიციპალიტეტში სარწყავი არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა

01/08/2022

გიორგი დოხტურიშვილმა, მარნეულის მუნიციპალიტეტში სარწყავი არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.
ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის პროცესს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული მარნეულის მუნიციპალიტეტის მერთან, კენან ომაროვთან და საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.
აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტი მოსახლეობისთვის პრიორიტეტულია, რადგან სარწყავი არხის რეაბილიტია მარნეულის ორ სოფელში მიმდინარეობს და წერეთელსა და ახალი დიოკნისის წყლით მომარაგებას უზრუნველყოფს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 2022 წლის ოქტომბერში დასრულდება. სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობის პროცესი სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ილია ჯალაღანიამ, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოს შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებმა მოინახულეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0