გიორგი დოხტურიშვილი UEFA II კატეგორიის ცენტრალური სტადიონის მშენებლობის პროცესს გაეცნო

24/02/2023

გიორგი დოხტურიშვილი UEFA II კატეგორიის ცენტრალური სტადიონის მშენებლობის პროცესს გაეცნო. ქალაქ მარნეულში 2000 მაყურებელზე გათვლილი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა მიმდინარე წლის მარტის ბოლოს დასრულდება. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში:
სტადიონი დააკმაყოფილებს UEFA II კატეგორიის მოთხოვნებს და საქართველოში მოქმედ სტანდარტებს;
მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა რეკრეაციული ზონა და პარკინგი;
სტადიონი სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის;
სტადიონის კომპლექსში მოეწყობა გასახდელები და სველი წერტილები;
დამონტაჟდება ძირითადი სტადიონის განათების, გახმოვანების და სახანძრო სისტემები;
მოეწყობა სპეციალური სივრცეები ტელერეპორტაჟებისათვის.

პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს, მისი ღირებულება 8 144 360 ლარია. სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობის პროცესი მისმა მოადგილემ, ილია ჯალაღანიამ, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარ-დეპუტატმა პარლამენტში, ზაურ დარგალმა, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ, გიორგი ციბაძემ მოინახულეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0