გიორგი დოხტურიშვილის ხელმძღვანელობით სამხარეო–საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

02/05/2022

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის ხელმძღვანელობით სამხარეო–საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც რეგიონისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. მათ შორის რეგიონში დაგეგმილი სამუშაოები, რომლებიც მუნიციპალიტეტებში დამატებითი თანხების მობილიზების შედეგად დაიწყება და წყალმომარაგების, სანიაღვრე სისტემების, გზებისა და სპორტული დარბაზების მშენებლობა-რეაბილიტაციას მოიცავს. სახელმწიფო რწმუნებულმა სხდომის მიმდინარეობისას ყურადღება ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულების ეტაპებზე, ხარისხზე და შესაბამის ვადებში დასრულების აუცილებლობაზე გაამახვილა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0