ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა, მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელმა გიორგი პაპიაშვილმა და ა(ა)იპ საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა თათია ბროლიძემ, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს ხაშურში მდებარე, უკვე რეაბილიტირებული #7 სააღმზრდელო დაწესებულება დაათვალიერებინეს.
#7 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროექტი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელდა და ღირებულებამ 904 000 ლარი შეადგინა.
სააღმზრდელო დაწესებულება 6 ასაკობრივ ჯგუფზეა გათვლილი და 200 აღსაზრდელს ემსახურება. პროექტის ფარგლებში, მოეწყო შენობის მიმდებარე ტერიტორიაც.
ქალაქის სტუმრებმა, ასევე მოინახულეს ცენტრალური „ივერიის“ სტადიონის მშენებლობის სამუშაოებიც.
„ივერიის“ სტადიონის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და მსოფლიო ბანკის მიერ არის თანადაფინანსებული, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება. პროექტი ითვალისწინებს სტადიონის სრულ რეაბილიტაციას: მოეწყობა ტრიბუნები, დამხმარე ნაგებობები, განათება, ელექტროტაბლო, ღობეები, პარკინგი, გამწვანდება მიმდებარე ტერიტორია. 2100 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის მშენებლობა ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში პროფესიული სპორტის განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
გიორგი გურასპაშვილმა, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს ხაშურში მდებარე, უკვე რეაბილიტირებული #7 სააღმზრდელო დაწესებულება დაათვალიერებინა
04/10/2019