გიორგი გურასპაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ საანგარიშო მოხსენებები წარადგინეს

27/10/2019

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილმა საანგარიშო მოხსენებები წარადგინეს. მერმა განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ჯანდაცვის პროგრამებზე და კულტურულ ღონისძიებებზე ისაუბრა, სამომავლო გეგმებში ყველაზე აქტუალურად წყალ– კანალიზაციის პროექტი, სოფლამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაცია,ჯანდაცვის პროგრამები და შეხვედრებისას მოსახლეობის მიერ არჩეული პროექტები დაასახელა.
საკრებულოს თავმჯდომარემ საკრებულოს მიერ გაწეულ მუშაობაზე ისაუბრა და სხვა უფლებამოსილებებზე, რასაც ეს ორგანო ახორციელებს. მერისა და საკრებულოს თავმჯდომარეს საანგარიშო მოხსენებებით წარდგენა ყოველი წლის ოქტომბერში ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0