ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გურასპაშვილი, გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ პატარა ფლევში მოსახლეობას შეხვდა და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტი დაათვალიერა, კერძოდ, ჭაბურღილისა და წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები.
სოფელ პატარა ფლევში წყალმომარაგების სისტემის არარსებობის გამო, მოსახლეობა წყაროს წყლით და რამდენიმე არტეზიული ჭით სარგებლობდა, ამიტომ მუნიციპალიტეტის გამგეობამ აღნიშნულ სოფელში წყლის სისტემის მოწყობა აუცილებლობად მიიჩნია, რათა მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობები გაუმჯობესებულიყო. აღნიშნული სამუშაოებისთვის 184 998 ლარი გამოიყო და ამ დროისთვის მოსახლეობა უკვე 24 საათიანი წყალმომარაგებითაა უზრუნველყოფილი.
გიორგი გურასპაშვილი სოფელ პატარა ფლევში მოსახლეობას შეხვდა
18/01/2017