გიორგი გუგუჩია, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შეხვდა

19/07/2022

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, პირველ მოადგილესთან და ზუგდიდის მერთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა აშშ-ის საელჩოს მიერ რეგიონში განხორციელებულ სხვადასხვა პროექტებსა და პროგრამებზე ისაუბრეს, ასევე შეეხნენ სამომავლოდ ერთობლივად განსახორციელებელ საკითხებს. შეხვედრაზე რეგიონში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკურ ვითარება მიმოიხილეს, ასევე ისაუბრეს გამყოფ ხაზთან არსებულ ვითარებაზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0