უშანგი ჩხეიძის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობს გიორგი გლოველს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა წლის საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინიაციაში გამარჯვება მიულოცეს. თვითმმართველობის ინიციატივით მსახიობს ფულადი ჯილდო 1000 ლარი გადაეცა. მიღწეული წარმატება მსახიობს მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემაც მიულოცა. გიორგი გლოველი ერთ – ერთი გამორჩეული წარმომადგენელია ზესტაფონელ თეატრალთა შორის, რომელსაც მრავალი საინტერესო როლი აქვს განსახიერებული. როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა დაჯილდოებისას განაცხადა: „თვითმმართველობა მაქსიმალურად ცდილობს ხელი შეუწყოს, როგორც შემოქმედებითი ადამიანის მიღწევებს, ასევე წაახალისოს მათი პროფესიონალური წარმატება.ვუსურვებთ მას აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას და წარმატებებს. ჩვენ მისგან კიდევ ბევრ და საინტერესო როლს ველოდებით“.
გიორგი გლოველს „დურუჯის“ პრემია საუკეთესო მსახიობი მამაკაცის როლის შესრულებისთვის („იხვებზე ნადირობა“ , რეჟისორი მამუკა ცერცვაძე) ” 2016 წლის 27 დეკემბერს მიენიჭა.
გიორგი გლოველს ხელისუფლებამ ფულადი ჯილდო გადასცა
16/02/2017