გიორგი ამილახვარმა ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

Wednesday November 15th, 2023

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან ერთად ლანჩხუთში პირველი საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. სკოლის შენობის სრულ რეაბილიტაციას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით მიმდინარე უპრეცედენტო მასშტაბური პროექტის ფარგლებში, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს და მისი ღირებულება 5 მილიონ ლარს შეადგენს.
2024 წლის ბოლოსთვის, ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლის 600-ზე მეტი მოსწავლე სწავლას სრულად ადაპტირებულ, თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილ სკოლაში გააგრძელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0