გიორგი ალიბეგაშვილმა ისრაელის დელეგაციას უმასპინძლა

03/07/2017

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ წარმომადგენლობით ორგანოში ისრაელის დელეგაციის წევრებს უმასპინძლეს.
შეხვედრაზე, რომელიც გულიკო ზუმბაძის ინიციატივით გაიმართა, დეპუტატებს წიგნი სახელწოდებით-„საქართველოს ებრაელ პოეტთა პოეზიის ანთოლოგიის“ ავტორმა, პროფესორმა შალვა წიწუაშვილმა პირადად წარუდგინა.
საკრებულოს წევრებმა სტუმრებთან ერთად ქართველებისა და ებრაელების მეგობრობაზე ისაუბრეს და მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
შეხვედრის დასასრულს, სტუმრებმა თბილისის საკრებულოს ისტორიული შენობა დაათვალიერეს და წარმომადგენლობითი ორგანოს პროექტში „გადაწერე ვეფხისტყაოსანი“ მიიღეს მონაწილეობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0