დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი თბილისის მერთან დავით ნარმანიასთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან მალხაზ მჭედლიშვილთან და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარესთან თამარ ტალიაშვილთან ერთად ზაარბრიუკენისა და თბილისის დაძმობილების 40 წლისადმი მიძღვნილი წიგნის „ზაარბრიუკენი-თბილისი-40“ პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც თბილისის მერიის მხარდაჭერით გამოიცა.
„თბილისობა 2016“-ის ფარგლებში გამართული ღონისძიების პარალელურად, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ზაარბრიუკენი-თბილისი-ნანტის სამმხრივი დაძმობილების აღსანიშნავი გამოფენა „ფოტომარათონი 2016“ მოეწყო.
გიორგი ალიბეგაშვილმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და დაძმობილებულ ქალაქებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. კულტურულ ღონისძიებას ზაარბრიუკენის მერი შარლოტა ბრიტცი, საფრანგეთისა და გერმანიის სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში, ასევე წიგნის ავტორი ალექსანდრე კარტოზია და გოეთესა და ფრანგული უნივერსიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გიორგი ალიბეგაშვილი ზაარბრიუკენისა და თბილისის დაძმობილების 40 წლისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაციას დაესწრო
15/10/2016