გიორგი ალადაშვილმა, სამუშაო თათბირი გაიმართა

30/01/2024

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ხელმძღვანელობით მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო თათბირი გაიმართა
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის ხელმძღვანელობით ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან მორიგი, სამუშაო თათბირი გაიმართა.
სამუშაო შეხვედრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს:
სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების უმოკლეს ვადაში გადახურვის საკითხი;
ახალი მუნიციპალური ტრანსპორტის შემოსვლა კახეთის რეგიონში და მუნიციპალური ტრანსპორტის მართვასთან დაკავშირებული საკითხები;
ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ მიმდინარე წელს დასაფინანსებელი პროექტები;
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრები;
დასუფთავების საკითხები.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ, სამუშაო შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0