კახეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ გულიკაშვილი მიმდინარე წლის 20 იანვარს, საგარეჯოში, მომხდარი ტრაგედიის ღამეს, მორიგე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს შეხვდნენ და მაღალ დონეზე შესრულებული პროფესიული საქმისთვის მადლობის სიგელები გადასცეს.
20 იანვრის ღამეს, მორიგე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან ერთჯერადი ფულადი ჯილდო გადაეცათ.
გიორგი ალადაშვილმა, საგარეჯოში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები დააჯილდოვა
16/02/2023