კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელს, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცს და ადგილობრივი პროგრამების ხელმძღვანელს, ნათია კვიციანს შეხვდა.
სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა იმსჯელეს კახეთის რეგიონში ემიგრაციიდან დაბრუნებული მოქალაქეების ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ. შეხვედრაზე მხარეები სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებსა და პერსპექტივებზე შეთანხმდნენ.
გიორგი ალადაშვილი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა
13/02/2023