კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის ხელმძღვანელობით საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საკონსულტაციო საბჭოს რეგიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების საკრებულოების თავმჯდომარეები, მათი მოადგილეები და მერები ესწრებოდნენ. საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე, წევრებმა განიხილეს და მოიწონეს 2024 წელს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მთის ფონდის მიერ დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებები.
გიორგი ალადაშვილის ხელმძღვანელობით საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა
07/12/2023