გიორგი ალადაშვილის ხელმძღვანელობით მუნიციპალიტეტების მერებთან მორიგი სამუშო შეხვედრა გაიმართა

23/01/2023

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა რეგიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. ️შეხვედრაზე, მუნიციპალიტეტების მიხედვით შეაჯამეს 2022 წელს შესრულებული სამუშაო და 2023 წელს განსახორციელებელი პროექტები განიხილეს. პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობა – რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი იწყება, თათბირზე ყურადღება გამახვილდა ამ მიმართულებით, კახეთის რეგიონში პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის საკითხზე. მერებთან გამართულ სამუშაო შეხვედრას კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ესწრებოდნენ

Tweet about this on TwitterShare on Facebook0