გივი ჭიჭინაძე ჩინეთში იმყოფება

29/09/2017

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქმიანი ვიზიტით ქართული დელეგაცია „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით იმყოფებოდა. დელეგაციის შემადგენლობაში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, საქართველოს პარლამენტისა და საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლები იყვნენ. დავით საგანელიძე ხელმძღვანელობდა ასევე, შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ასამბლეის ( PABSEC ) დელეგაციას, როგორც ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი „ერთი სარტყელი ერთი გზის“ პროექტებში.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ სიანში გამართული „აბრეშუმის გზის 2017 წლის ბიზნეს სამიტის“ მთავარი თემა ეკონომიკური გლობალიზაცია, პარტნიორ ქვეყნებს შორის სავაჭრო- ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება, „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივაში კერძო სექტორის ჩართულობის გაძლიერება, ფინანსური პლატფორმის ჩამოყალიბება და საუკუნის პროექტის სტრატეგიული გეგმის განხილვა იყო.
„საქართველო ხდება კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის“- ეს განცხადება „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ სიანში გამართულ „აბრეშუმის გზის 2017 წლის ბიზნეს სამიტზე“ გააკეთა, რომელშიც მსოფლიოს 70 -მდე ქვეყნის 600-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა, მათ შორის საქართველოს დელეგაცია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0