გივი ჭიჭინაძე უკრაინის ელჩს შეხვდა

28/02/2018

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციამ, უკრაინის ელჩს საქართველოში იგორ დოლგოვს უმასპინძლა. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, ვიცე–მერი ნინო თვალთვაძე და მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი ესწრებოდნენ. შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. მხარეებმა უკრაინასა და იმერეთის რეგიონს შორის არსებულ კავშირებზე ისაუბრეს, მათ შორის, კულტურისა და განათლების სფეროებში განხორციელებულ პროექტებზე.
დღესვე, იმერეთის გუბერნატორმა უკრაინის ელჩთან ერთად, ჩერნობილელთა ხსოვნას მიაგო პატივი და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0