გივი მოდებაძის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი შტაბის მორიგი სხდომა გაიმართა.

30/03/2020

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის გივი მოდებაძის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი შტაბის მორიგი სხდომა გაიმართა. ქალაქის მერმა მოისმენა ინფორმაცია მუნიციპალიტეტში Covid19 პრევენციის მიზნით გატარებული და მომდევნო დღეებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ. შტაბის სხდომაზე აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 11, საკარანტინე ზონაში კი -10 ადამიანი იმყოფება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები სხვადასხვა ობიექტებზე ყოველდღიურად მიმდინარეობს. უახლოეს დღებში, 70 წელს გადაცილებული შეჭირვებული მარტოხელა ბენეფიციარები და საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საკვებ პროდუქტებს მიიღებენ. დღევანდელი შტაბის სხდომას „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც კონკრეტული დავალებები მიიღეს ქალაქის მერისგან. შტაბი კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს სისტემატურ რეჟიმში განაგრძობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0