ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ და მერის მოადგილე დავით ბიწაძემ, სამუშაოების ზედამხედველთან ერთად, სოფელ კალაურსა და ნიგოზეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მშენებლებს შეხვდნენ და სამუშაოების შესრულების შესახებ ინფორმაცია მიიღეს. სოფელ კალაურში სასოფლო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის მიხედვით სოფელში რკინა-ბეტონის საფარით 1200 მეტრიანი მონაკვეთი მოეწყო. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 285 535 ლარი შეადგინა. სოფელ ნიგოზეთში ლაბაძეების უბანში გზის მობეტონებითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. გათვალიწინებულია 1300 მეტრიანი მონაკვეთის მობეტონება. სამუშაოების განსახორციელებლად 538 217 ლარია გამოყოფილი. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან ხორციელდება.
გივი მოდებაძე სოფელ კალაურსა და ნიგოზეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა
23/07/2020