გივი მიქანაძე აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

Thursday March 14th, 2024

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტად მყოფი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვას შეხვდა. ორმხრივ შეხვედრაზე საქართველო-აზერბაიჯანის პარლამენტების დაახლოებისა და თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე ისაუბრეს. განიხილეს დარგობრივი კომიტეტების ერთობლივი საქმიანობის საკითხები. გივი მიქანაძემ, როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ყურადღება გაამახვილა ასამბლეაში საქართველოს და აზერბაიჯანის თანამშრომლობის საკითხებზე. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0