გიგლა აგულაშვილი ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა

02/12/2016

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა პროექტი – „ევროკავშირის წყლის ინიციატივა – პლუს (EUWI+) აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის (EaP)“ განიხილეს, რომლის მიზანია წყლის რესურსების მართვის გაუმჯობესება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, განსაკუთრებით ტრანსსასაზღვრო მდინარეებთან მიმართებაში. ასევე, მნიშვნელოვანია ეროვნული პოლიტიკისა და სტრატეგიის თანხვედრის მიღწევა ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივასთან (WFD), წყლის რესურსების ინტეგრირებულ მართვასთან (IWRM) და მრავალმხრივ გარემოსდაცვით ხელშეკრულებებთან (MEA).
პროექტი ითვალისწინებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამართლებრივი და მარეგულირებელი სისტემების გაუმჯობესებას ევროპული კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად: WFD, IWRM, MEA, ასევე მდინარეთა აუზების მართვის გეგმების შემუშავებასა და განხორციელებას ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის (WFD) პრინციპების საფუძველზე და საზოგადოების ჩართვას მდინარის აუზის მართვის გეგმების შემუშავების პროცესში.
შეხვედრას წყლის რესურსების მართვის სამსახურის, გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0