გია სალუქვაძე სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა

23/09/2016

გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან ვასილ კაპანაძესა და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ბეგლარ სიორიძესთან ერთად სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა. მათ დაათვალიერეს გრიშაშვილისა და თავისუფლების ქუჩაზე დაზიანებული სახლის სახურავები და ასევე, თაყაიშვილის ქუჩა, სადაც სანიაღვრე არხის მოწყობაა საჭირო. დაწყებულია ზარალის დათვლა, აქტიურად მუშაობს ყველა შესაბამისი სამსახური. უახლოეს პერიოდში დაიწყება აღდგენითი სამუშაოები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0