გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ზაზა ურუშაძესთან ერთად, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარეს ლაშა მოისწრაფიშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე კოლხეთის ეროვნული პარკის ლანჩხუთის უბნის ტერიტორიის პრობლემის გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
„ დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებთან საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. ადგილობრივი მოსახლეობა ეროვნული პარკისათვის ტერიტორიის გადაცემაზე პროტესტს გამოთქვამდა. შევთანხმდით ურთიერთთანამშრომლობაზე და ჩვენ მივაღწევთ იმ შედეგს, რომ ტერიტორიაც დაცული იქნება და მოსახლეობის ინტერესებიც მაქსიმალურად გათვალისწინებული. ამ მიმართულებით სამომავლოდ კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგმევა,“- აღნიშნა გია სალუქვაძემ.
შეხვედრას კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორი ალექსანდრე ხაბეიშვილი, ამავე ადმინისტრაციის ბუნებრივი რესურსების სპეციალსიტი გელა ინგოროყვა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
გია სალუქვაძე სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარეს შეხვდა
08/04/2016