გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე დღეს მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შეხვდა და მათთან ერთად მიმდინარე აქტუალური საკითხები განიხილა.
შეხვედრაზე სხვადასხვა სამუშაოების მიმდინარეობა და მომავალი წლისთვის დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს. ასევე, იმსჯელეს გურიის რეგიონში არსებულ მერქნულ რესურსებზე და ადგილობრივი მოსახლეობისთვის საშეშე მასალის განაწილების საკითხებზე.
აღსანიშნავია, რომ რეგიონის არცერთ მუნიციპალიტეტს პროექტების შესრულებასთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ოთხივე მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, სამშენებლო ვადების შესაბამისად მიმდინარეობს.
სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას გუბერნატორის მოადგილეები ქეთევან მოისწრაფეშვილი და სოსო ერქომაიშვილი დაესწრნენ.
გია სალუქვაძე მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შეხვდა
20/06/2016