გია სალუქვაძე მოქალაქეებს შეხვდა

27/04/2016

გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ დღეს მოქალაქეთა ტრადიციული მიღება გამართა.
მოქალაქეებთან შეხვედრაზე სოციალური, ინფრასტრუქტურული, დასაქმებისა და სხვადასხვა აქტუალური საკითხები განიხილეს.
„ყოველთვის მზად ვარ მოსახლეობასთან შესახვედრად და ჩემი მიზანი, სწორედ რეგიონში მცხოვრები თითოეული მოქალაქის სხვადასხვა სახის პრობლემური საკითხის დროული გადაჭრაა. საკუთარი შესაძლებლობებისა და კომპეტენციის ფარგლებში თითოეულ მოქალაქეს შესაბამის დახმარებას გავუწევ,“- აღნიშნა გია სალუქვაძემ.
მოქალაქეთა მიღებას გუბერნატორის მოადგილეები ქეთევან მოისწრაფეშვილი, გია ებრალიძე და აპარტის უფროსი ნინო შეყილაძე დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0