დღეს გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე მოადგილესა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორს გიორგი დონაძეს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს მსოფლიო ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალთან ,,შავი ზღვა 2016-საქართველო“ დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები. აღნიშნული ფესტივალი 1- დან 3 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. იგი გაიხსნება ქალაქ ოზურგეთში, ხოლო გალა კონცერტი 3 სექტემბერს ჩატარდება black sea arena-ს საკონცერტო დარბაზში.
გია სალუქვაძე გიორგი დონაძეს შეხვდა
21/07/2016