გია სალუქვაძესა და ბელგიის მოქალაქეს ანა ბალამწარაშვილს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

24/05/2016

სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის გურიის ადმინისტრაციაში გუბერნატორს გია სალუქვაძესა და ბელგიის მოქალაქეს ანა ბალამწარაშვილს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი გულისხმობს ბელგიის სამეფოში შეგროვებული ჰუმანიტარული დახმარების საქართველოში ჩამოტანას.
მოქალაქე ანა ბალამწარაშვილი იღებს ვალდებულებას ბელგიის სამეფოში შეაგროვოს სხვადასხვა სახის ჰუმანიტარული დახმარება ასევე, უზრუნველყოს მისი საქართველოში ჩამოტანა, ხოლო გუბერნატორის ადმინისტრაცია იღებს ვალდებულებას გამოგზავნილი დახმარება გაანაწილოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში წინასწარ შერჩეულ სოციალურად დაუცველ ოჯახებს შორის.
გია სალუქვაძე მიესალმება აღნიშნულ ინიციატივას და მადლობას უხდის ბელგიის მოქალაქეს დახმარებისა და მხარდაჭერისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0