შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები, თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე მოსული უხვი ნალექის გამო, მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ.
„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის პირველი მოადგილის, დავით დოლიძის ინფორმაციით, მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა არ შეექმნება – გზის გაწმენდითი სამუშაოები კოჯორში, კიკეთსა და ბეთანიაში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, ამ დროისათვის ავტოტრანსპორტით გადაადგილდება შეუფერხებლად არის შესაძლებელი.
ადგილზე რჩებიან „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლები, მობილიზებულია ტექნიკა, საჭიროების შემთხვევაში გზის გაწმენდითი სამუშაოები დღის განმავლობაშიც გაგრძელდება.
გზის გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა
29/03/2016