გზების მასშტაბური რეაბილიტაცია გრძელდება

09/06/2016

ახალციხის მუნიციპალიტეტში გზების მასშტაბური რეაბილიტაცია გრძელდება.

√ ზემო სხვილისში გზის ორ მონაკვეთზე ასფალტის საფარი დაიგება, ხოლო სხვილისში, ერთ მონაკვეთზე ბეტონის გზა მოეწყო.

√ ახალციხე-წყრუთი-ანის საავტომობილო გზის 1600 მეტრიან მონაკვეთზე, ასფალტის საფარის დაიგება მიმდინარეობს.

√ სოფელ საძელში კი ასფალტის საფარი 1400 მეტრზე მოეწყობა. ასევე, გაკეთდება მილხიდები და გვერდითი კიუეტები.

პროქტები რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0