გზების გაწმენდის სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს

20/02/2017

აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი გზების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოებს 24 საათიან რეჟიმში ახორციელებს. 50 ერთეული მძიმე ტექნიკა მთელი დღის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდა. ამ ეტაპზე ყველა ადმინისტრაციულ ცენტრთან მისასვლელი გზა გაწმენდილია და სოფლებთან დამაკავშირებელი შიდა გზების გაწმენდა მიმდინარეობს, რაც 2-3 დღეში დასრულდება. სამუშაოებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დავით ბექაია შუახევის მუნიციპალიტეტში გაეცნო. ამ დროისთვის სამუშაოები მიმდინარეობს და მთელი ღამის განმავლობაში შემდეგ მიმართულებებზე გაგრძელდება: ქობულეთის მუნიციპალიტეტში: ჩაისუბანი-დავითურის, აჭყვისთავის შიდა გზების, ხალა-გორგაძეების, დაგვას შიდა გზების; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში: კირნათი-გვარას, კაპნისთავის, ხეღრუ-ჯოჭოს, მახო-სიმონეთის; ქედის მუნიციპალიტეტში: ოქტომბერი-მეძიბნის, გუნდაური-გარეტყეს, ქედა-ხუნკუდას, ზვარე-ვაიოს, ცხმორისი-ახოს, დანდალო-ხარაულას; შუახევის მუნიციპალიტეტში: შუბანი-წელათის, ოლადაური-მაწყვალთა-კარაპეტის, კვიახიძეები-ლომანაურის, დღვანის, სხეფის, ჩანჩხალოს, ჭვანა-ბარათაულის; ხულოს მუნიციპალიტეტში: ფაჩხის, ღორჯომი-სტეფანაშვილების, ღორჯომი-გორგაძეების, თხილვანა-ხიხაძირის, რიყეთი-გაღმარიყეთის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0