ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემია გაიხსნა. ღონისძიებას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანთან დავით მუჯირთან, პირველი ვიცე პრეზიდენტთან კახა ჭუმბურიძესთან, გურიის სახელმწიფო რწმუნებულთან ზურაბ ნასარაიასთან, ლანჩხუთი – ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატთან ნინო წილოსანთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ოფიციალური სტუმრები აკადემიის აღსაზრდელების მონაწილეობით გამართულ ღია ვარჯიშს დაესწრნენ და საცხოვრებელი შენობა დაათვალიერეს, მოგვიანებით კი ახალგაზრდა ფეხბურთელებს გაესაუბრნენ. გვიმბალაურის საფეხბურთო აკადემია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ერთობლივი პროექტია. პროექტის ფარგლებში ადგილზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ადმინისტრაციული შენობა და უმაღლესი ხარისხის ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყო. ასევე დამონტაჟდა განათების სისტემა. საფეხბურთო აკადემია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით იფუნქციონირებს. გვიმბალაურის აკადემიის გახსნას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სხვა წარმომადგენლები და გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა.
გვიმბალაურში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემია გაიხსნა.
28/09/2020